დაჯავშნა   →
რეზერვაცია

ჩვენი ქარხანა დგას ანტიკური ქალაქის ნელქარისის ადგილას. აქ გავრცელებული მითრიდიტული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს მეღვინეობა შეადგენდა. ამას მოწმობს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებული იმდროინდელი ქვევრები. მე-4 საუკუნეში, ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს ორი კულტურა შეერწყა ერთმანეთს. წლების შემდეგ ამ მნიშვნელოვანი პერიოდის ნანგრევების ხილვა პირველად არის შესაძლებელი. გიდთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ამ ტურით და ამავდროულად ნელქარისის ხელუხლებელი ტყის ბუნებით. 

 

მოკლე ტური

გასვლის დრო: ოთხშაბათი - კვირა 12:25

12:30 - მე-5 საუკუნის ბაზილიკის ნანგრევების მონახულება

12:45 - მე-5 საუკუნის ღვინის მარნის ნანგრევების მონახულება

13:00 - ტური ნელქარისის მეღვინეობაში

  • წარმოების ტური
  • მარნის ტური

მანძილი: 300 მეტრი

სტუმრების მინიმალური რაოდენობა: 4

სრული ტური

 

გასვლის დრო: ოთხშაბათი - კვირა 12:00

12:00 - საქართველოში უძველესი, მე-4 საუკუნის ჭაბუკაურის ეკლესიის მონახულება

12:15 - 800 მეტრის გავლა ნელქარისის ტყეში

12:30 - მე-5 საუკუნის ბაზილიკის ნანგრევების მონახულება

12:45 - მე-5 საუკუნის ღვინის მარნის ნანგრევების მონახულება

13:00 - ტური ნელქარისის მეღვინეობაში

  • წარმოების ტური
  • მარნის ტური

მანძილი: 1100 მეტრი

სტუმრების მინიმალური რაოდენობა: 4