სიახლეები

საფერავი 2014 ოქროს ორმაგი მედლით დაჯილდოვდა
ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი არის ერთ-ერთი ძალიან დიდი და პრესტიჟული გამოფენა ჩინეთში. ჟიური 100-ზე მეტ ექსპერტს აერთიანებს და დაკომპლექტებულია ჩინეთისა და ჰონგკონგის ბაზარზე მოქმედი იმპორტიორებისგან, დისტრიბუტორებისა და სომელიეებისგან.
"ბრმა კონკურსზე" წარმოდგენილია 55 სხვადასხვა ქვეყნის ღვინო და ალკოჰოლური სასმელი. CWSA - ღვინის გაყიდვებისთვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი „გასაღებია“, რადგან ღონისძიების საორგანიზაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთის რამდენიმე გავლენიან მედიასთან, რომლებიც უზრუნველყოფენ გამარჯვებული ღვინოების პრ-ს ადგილობრივ ბაზარზე.
სხვა სიახლეები

დებრა მეიბურგი ნელქარისის მამულებს სტუმრობს
დღეს განსაკუთრებული დღეა! განსაკუთრებული სტუმრები გვეწვიენ. ამჯერად ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან: ჩვენი დიდი მეგობარი, მთელ აზიაში პირველი ღვინის მაგისტრი უსაყვარლელი დებრა მეიბურგი სხვა ძალიან მეგობრულ სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა ყველას ჩვენთან მეგობრობისთვის!

მწვანე 2016 ბრონზეს მედლით დაჯილდოვდა
"მეგობრების მარნის" მწვანე 2016-მა ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურს CWSA-ზე ბრონზეს მედალი მოიპოვა.

ნელქარისის საფერავმა ვერცხლის მედალი მიიღო
სს "მეგობრების მარანმა" წარადგინა ბრენდ "ნელქარისის" ორი ნიმუში. 2013 წლის საფერავი მონაწილეობდა "მაღალი ხარისხის წითელი ღვინის" კატეგორიაში და 2015 წლის მწვანე - "მაღალი ხარისხის თეთრი ღვინის" კატეგორიაში.
ნელქარისი მწვანემ მიიღო 83.86 ქულა, ხოლო ნელქარისი საფერავმა 85.14 ქულა და ვერცხლის მედალი.

იკანოს მორიგი ტრიუმფი სარეკლამო ფესტივალზე
Ad Blacks Sea-ს ფესტივალზე მოგებული ოქროსა და Art Directors Club of Europe-ის ვერცხლის შემდეგ იკანოს რეკლამამ "ეს არ არის ღვინო" მორიგ წარმატებას მიაღწია,მუსიკის ადაპტაციის კატეგორიაში London International Awards-ზე ვერცხლით დაჯილდოვდა.

იკანო და ნელქარისი ბაქოში
2016 წლის ოქტომბერში სს "მეგობრების მარანმა" პირველი ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში.