ნელქარისის საფერავმა ვერცხლის მედალი მიიღო

2016-11-29 07:46:57

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი BLACK SEA REGION 2016 გაიმართა ბათუმში, 15-16 ნოემბერს. საერთაშორისო ორგანიზაციის VINE and WINE (O.I.V) პატრონაჟით. 

BLACK SEA REGION არის 25 წლიანი კონკურსის CHISINAU WINES & SPIRITS CONTEST-ის ახალი სახელი, რომელიც აქამდე მოლდოვაში ტარდებოდა. 

 BLACK SEA REGION ჩატარება იგეგმება შავი ზღვის აუზის ქალაქებში: ბათუმი, კიშინიოვი, ოდესაში, იალტაში, კონსტანტაში, ბაქოსა და ვარნაში. პირველ ადგილად ღვინის სამშობლო საქართველო და ქალაქი ბათუმი შეირჩა. 

26 სხვადასხვა კომპანიამ აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, უნგრეთიდან და საქართველოდან წარადგინა ღვინის 118 ნიმუში. 

სს "მეგობრების მარანმა" წარადგინა ბრენდ "ნელქარისის" ორი ნიმუში. 2013 წლის საფერავი მონაწილეობდა "მაღალი ხარისხის წითელი ღვინის" კატეგორიაში და 2015 წლის მწვანე - "მაღალი ხარისხის თეთრი ღვინის" კატეგორიაში.

ნელქარისი მწვანემ მიიღო 83.86 ქულა, ხოლო ნელქარისი საფერავმა 85.14 ქულა და ვერცხლის მედალი.

სხვა სიახლეები

იკანო და ნელქარისი ბაქოში

2016 წლის ოქტომბერში სს "მეგობრების მარანმა" პირველი ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში.

დეტალურად   →

იკანოს მორიგი ტრიუმფი სარეკლამო ფესტივალზე

Ad Blacks Sea-ს ფესტივალზე მოგებული ოქროსა და Art Directors Club of Europe-ის ვერცხლის შემდეგ იკანოს რეკლამამ "ეს არ არის ღვინო" მორიგ წარმატებას მიაღწია,მუსიკის ადაპტაციის კატეგორიაში London International Awards-ზე ვერცხლით დაჯილდოვდა. 

დეტალურად   →