იკანო და ნელქარისი ბაქოში

2016-10-13 00:00:00

2016 წლის ოქტომბერში სს "მეგობრების მარანმა" პირველი ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში. დღეს იკანო და ნელქარისი უკვე ხელმისაწვდომია მაღაზია BRAVO Supermarket-ში. მოხმარებლისგან პირველი გამოხმაურება ძალიან პოზიტიურია, შესაბამისად, განვაგრძობთ მოლაპარაკებებს ბაქოში ობიექტების გაზრდასთან დაკავშირებით.

უახლოეს მომავალში, ჩვენი ღვინოები ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებშიც. 

სხვა სიახლეები

იკანოს მორიგი ტრიუმფი სარეკლამო ფესტივალზე

Ad Blacks Sea-ს ფესტივალზე მოგებული ოქროსა და Art Directors Club of Europe-ის ვერცხლის შემდეგ იკანოს რეკლამამ "ეს არ არის ღვინო" მორიგ წარმატებას მიაღწია,მუსიკის ადაპტაციის კატეგორიაში London International Awards-ზე ვერცხლით დაჯილდოვდა. 

დეტალურად   →

დებრა მეიბურგი ნელქარისის მამულებს სტუმრობს

დღეს განსაკუთრებული დღეა! განსაკუთრებული სტუმრები გვეწვიენ. ამჯერად ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან: ჩვენი დიდი მეგობარი, მთელ აზიაში პირველი ღვინის მაგისტრი უსაყვარლელი დებრა მეიბურგი სხვა ძალიან მეგობრულ სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა ყველას ჩვენთან მეგობრობისთვის!

დეტალურად   →

საფერავი 2014 ოქროს ორმაგი მედლით დაჯილდოვდა

მეგობრების მარნის 2014 წლის საფერავის პირველი უმნიშველოვანესი საერთაშორისო აღიარება. ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურს CWSA- ზე უმაღლესი ჯილდო - ორმაგი ოქროს მედალი მოვიპოვეთ. 

დეტალურად   →

მწვანე 2016 ბრონზეს მედლით დაჯილდოვდა

"მეგობრების მარნის" მწვანე 2016-მა ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურს CWSA-ზე ბრონზეს მედალი მოიპოვა. 

დეტალურად   →

ნელქარისის საფერავმა ვერცხლის მედალი მიიღო

სს "მეგობრების მარანმა" წარადგინა ბრენდ "ნელქარისის" ორი ნიმუში. 2013 წლის საფერავი მონაწილეობდა "მაღალი ხარისხის წითელი ღვინის" კატეგორიაში და 2015 წლის მწვანე - "მაღალი ხარისხის თეთრი ღვინის" კატეგორიაში.

ნელქარისი მწვანემ მიიღო 83.86 ქულა, ხოლო ნელქარისი საფერავმა 85.14 ქულა და ვერცხლის მედალი.

დეტალურად   →