ჩვენი ვენახები მდებარეობს კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში, რომელიც მოიცავს მხოლოდ 120 ჰექტარს და განლაგებულია მდინარე ალაზნისა და დურუჯის შენაერთთან.

ქინძმარაულის ღვინო განთქმულია გამორჩეული გემოვნური თვისებებით. მდინარე დურუჯიდან მოტანილი შავი მიწის გამო, ნიადაგის ტემპერატურა 3-5 გრადუსით უფრო მაღალია ვიდრე მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ, ყურძნის შაქრიანობა 23-28%-ს აღწევს. 

ჩვენი ვენახები დაირგა 2001 წლის დასაწყისში. ჰექტარზე დაახლოებით 4000 ნერგია, რომელიც  7000 კგ. ყურძნის მიღების საშუალებას იძლევა.

რთველის დროს ყურძენი იკრიფება ხელით შერჩევითი მეთოდით. მხოლოდ 7-8 კგ-იანი ხის ყუთები გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის. ვინიფიკაციის ცისტერნებში განთავსებამდე ყურძენი ფრთხილად გაირჩევა კლერტისგან და მსუბუქად იჭყლიტება. 

ასევე იხილეთ

კომპანია

სს "მეგობრების მარანი" არის 11 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების წამოწყება, რომლებიც საქართველოში მეგობრობამ და ღვინის სიყვარულმა გააერთიანა. კომპანია დაარსდა 2009 წელს.

ჩვენი საერთო ძალისხმევის მიზანია საუკეთესო ღვინის წარმოება, რასაც ქართული მეღვინეობის ტრადიციებისა და საერთაშორისო სტანდარტების კომბინირებით ვაღწევთ. ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, ეკოლოგიას და არაგანახლებად რესურსებს. ჩვენ ამ საქმიანობას განვიხილავთ გრძელვადიანად და ვზრუნავთ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებზე. 

გიწვევთ ჩვენს სამეგობრო წრეში ჭიქა ღვინოზე. 

 

დეტალურად   →

ნელქარისის მეღვინეობა

ჩვენი ქარხანა დგას ანტიკური ქალაქის ნელქარისის ადგილას. აქ გავრცელებული მითრიდიტული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს მეღვინეობა შეადგენდა. ამას მოწმობს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებული იმდროინდელი ქვევრები. 

ჩვენი მთავარი მიზანი არის ქართული მეღვინეობის უნიკალურობის შენარჩუნება და ამასთან მუდმივად განვითარებადი დარგისთვის ფეხის აწყობა. ჩვენი ბრენდებიც ამის მაგალითია: იკანო - როგორც ქართული და საერთაშორისო ტრადიციებისა და ყურძნის ჯიშების ნაზავი და ნელქარისი - კლასიკური ქართული ღვინო, ჩვენს ტრადიციებთან სრულ შესაბამისობაში. მთლიან პროცესს დაწყებული ვენახიდან, დამთავრებული საბოლოო პროდუქტით ახორციელებენ პროფესიონალები საუკეთესო შედეგის მიღწევის მიზნით.

ჩვენთან თქვენ ერთ დღეში შეგიძლიათ:

1. დაათვალიეროთ უძველესი ქალაქის ნელქარისის ნანგრევები

2. გაიაროთ ქართული სამზარეულოს მასტერკლასი

3. დააგემოვნოთ "მეგობრების მარნის" ღვინოები

4. ისიამოვნოთ გამორჩეული ვახშმით

 

დეტალურად   →